პავანი:“ მაკკენი 3 ფრატეზის უდრის, იუვენტუსმა ის უნდა შეინარჩუნოს“
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო პავანმა იუვენტუსს უესტონ მაკკენის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„გასულ დღეებში იუვენტუსს ფრატეზი არაერთხელ დაუკავშირეს, მაგრამ რეალურად უეტონ მაკკენი 3 ფრატეზის უდრის. მისი დაკარგვა უდიდესი შეცდომა იქნებოდა.
„მაკკენი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ გასახდელშიც, ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, იუვენტუსისთვის მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით იხაჯრება და პოზიციის ცვლილებას უსიტყვოდ ეთანხმება. ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა უდიდესი შეცდომა იქნებოდა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
