იუვე სენესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსი მარკოს სენესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
არგენტინელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ბორნმუთთან სეზონის ბოლოს იწურება და ის დიდი ალბათობით გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად იუვენტუსი აქტიურობს.
ტურინულ გრანდს სენესისთან პრე-კონტრაქტის გაფორმება სურს, რაც სეზონის ბოლოს ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
