კაპელო:“ სპალეტიმ იუვენტუსი რადიკალურად შეცვალა“
ფაბიო კაპელომ ბენფიკასთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.
„პირველ რიგში, მინდა გლეისონ ბრემერის თამაში გამოვარჩიო. ბრაზილიელის მოედანზე დაბრუნებამ სრულიად იუვენტუსი შეცვალა, ახლა გუნდი უფრო თავდაჯერებულია, 4-მველიან სქემაზე გადასვლამ კი იუვენტუსს ბალანსი დაუბრუნა, გუნდი გაცილებით კარგად მოძრაობს და როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში უკეთ გამოიყურება.
„ასევე გამოსარჩევია მირეტის თამაში, ის ფორვარდების უკან თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. ფაბიოს დიდი პოტენციალი აქვს და სპალეტი არის ის მწვრთნელი, რომელსაც ამ პოტენციალის გამოყენება შეუძლია.
„არ მომეწონა დევიდის თამაში, მისი პოზიცია ხშირად მცდარი, ხოლო მისი მოძრაობები დაგვიანებულია.
„გამოსარჩევია კონსეისაუს თამაშიც, მას თავისი ტექნიკური მახასიათებლებით მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია.
„საერთო ჯამში, იუვენტუსმა ძალიან კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ბრძოლის, სირბილის და გამარჯვების სურვილი, სპალეტიმ იუვენტუსში ბევრი რამ შეცვალა და იმედი მაქვს, გუნდი განვითარებას გააგრძელებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
