პიანიჩი:“ იუვენტუსმა მასწავლა, რომ მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს“
მირალემ პიანიჩმა Prime Video-სთან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„რა შეცვალა იუვენტუსმა ? გამარჯვების შიმშილი, იმის ცოდნა, რომ გამარჯვება არ არის რაღაც გამორჩეული, ეს იუვენტუსში ნორმალური მოვლენაა. ახალწვეულები გასახდელში ვუყურებდით ჯიჯის, კიელინის, ბონუჩის, ბარძალის, მარკიზიოს, ეს მათი სახლი იყო, სახლი, სადაც მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს ჰქონდა: გამარჯვება.
„როდესაც პირველად Allianz Stadium-ზე მიხვალ, როდესაც J Museum-ს დაათვალიერებ, შენ კიდევ უფრო კარგად იაზრებ, თუ სად ხარ, თუ რამდენად დიდი ისტორია აქვს გუნდს, რამდენი ტიტული აქვს მოპოვებული. შენ ხედავ, თუ რამდენად დიდებულ ფეხბურთელებს უთამაშიათ ამ გუნდში და ხვდები, რომ ერთადერთი სწორი გზა გამარჯვებისთვის ბრძოლაა.
„სპალეტი ? ის ჟურნალისტებთან საუბრისას ძალიან ცივი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მე ლუჩიანო ძალიან მიყვარს. ის ძალიან მხიარული და სამართლიანი ადამიანია, თუ შენ ვარჯიშებზე თავს წარმოაჩენ, თამაშის დრო მოგეცემა, თუ თამაშის დროს მის იმედებს გაამართლებ, დროც შესაბამისად გაიზრდება, ის არ უყურებს სახელებს და ავტორიტეტს, მისთვის მთავარი ფეხბურთელის მონდომებაა. ის დიდებული, გამორჩეული მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელების მოტივირება ძალიან კარგად გამოსდის.
„კიელინი, როგორც მეტოქე ? მის წინააღმდეგ თამაშს ვერ ვიტანდი. ჯორჯო საფეხბურთ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე კარგი და გამორჩეული ადამიანია, ნამდვილი მეომარი მოედანზე და შესანიშნავი ადამიანი მოედანს მიღმა, რომლის იმედიც ყოველთვის შეიძლება გქონდეს.
„რა აკლია დღევანდელ იუვეს ? ვფიქრობ, გუნდში ძლიერი იდენტობის მქონე ფეხბურთელის ნაკლებობაა. ჩემი ნება რომ იყოს, მე სანდრო ტონალის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებდი. იტალიელი ნახევარმცველი, უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს წლების განმავლობაში ნახევარდაცვაში პრობლემებს მოუხსნის და რომელსაც გამორჩეული ხასიათი აქვს.
„დევიდი ? იუვენტუსში თამაში მარტივი არ არის, ადაპტაციის პერიოდი საჭიროა, თუმცა ნელ-ნელა ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება. სპალეტი და გუნდი მის გვერდით არიან და ნდობას უცხადებენ, ეს კი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
