ლუისის ტრანსფერით ჩელსიც ინტერესდება
ბრიტანელი ჟურნალისტის დავიდ ორნსტეინის ინფორმაციით, დუგლას ლუისის მსურველების სიას ჩელსი დაემატა.
გასულ დღეებში ლუისი ვასკო და გამას და ასტონ ვილას დაუკავშირეს, წყაროს ცნობით კი მის გაფორმებას ჩელსიც განიხილავს.
ორნსტეინის თქმით, თუ ფორესტი ლუისის იჯარის ნაადრევად გაწყვეტას დათანხმდება, ჩელსი მისი არენდით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები ლუისს მათი სათამაშო სტილისთვის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
