ოტოლინი თურქეთშია და ენ-ნესირის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
არაერთი თურქული და იტალიური წყაროს ცნობით, იუვენტუსის დირექტორი მარკო ოტოლინი თურქეთში იმყოფება.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის წარმომადგენელი უახლოეს საათებში ფენერბაჰჩეს ხელმძღვანელობას შეხვდება და მხარეები იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერს განიხილავენ.
იუვენტუსს იმედი აქვს, თურქულ გუნდთან მოროკოელის თაობაზე საერთო ენის გამონახვას უახლოეს პერიოდში შეძლებს და 28 წლის შემტევი იუვენტუსს ოფიციალურად კვირის ბოლომდე შეუერთდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
