ვასკო დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობს
ბრაზილიური ვასკო და გამა იუვენტუსის საკუთრებაში მყოფნი ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერზე მუშაობს.
ბრაზილიური წყაროების ინფორმაციით, ვასკომ ლუისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვის იმედი აქვს.
27 წლის ფეხბურთელი ნოტინგჰემ ფორესტში იჯარის წესით იმყოფება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ ბრაზილიელი ინგლისური გუნდის გეგმებში აღარ შედის და ფორესტი მისი იჯარის ნაადრევად შეწყვეტის წინააღმდეგი არ იქნება.
შეგახსენებთ, ლუისი ვასკოს აკადემიის აღზრდილია და როგორც ჩანს, ფეხბურთელი მშობლიურ გუნდში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
