იუვე კესის აგენტს შეხვდა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანში იუვენტუსის აგენტსა და ფრანკ კესის აგენტს შორის შეხვედრა გაიმართა.
წყაროს ცნობით, თუ კოტ-დიუვარელი სეზონის ბოლოს ალ-აჰლის დატოვებს და იუვენტუსს უფასოდ შეუერთდება, ტურინული გრანდი მასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც 29 წლის ნახევარმცველის გასამრჯელო სეზონში 5 მილიონი იქნება.
სკირას თქმით, ალ-აჰლი კესის კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას და გასამრჯელოს სახით 14 მილიონს სთავაზობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
