TuttoJuve

Juve per sempre sarà

მატეტა კრისტალ პალასის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და იუვენტუსში გაშვებას ითხოვს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჟან-ფილიპ მატეტა კრისტალ პალასს იუვენტუსში გაშვებას სთხოვს.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ფორვარდმა ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილი დაუდასტურა და განაცხადა, რომ კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს.

ტურინულ გრანდსა და ფრანგ ფორვარდს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ის ტურინულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 3.5 მილიონს მიიღებს, მაგრამ კრისტალ პალასი მატეტას სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !