TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამი:“ ჩვენ იუვენტუსი ვართ, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა“

ბენფიკასთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ხეფრენ ტურამმა ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი ქულები ბენფიკასთან ? ჩვენ ვიცით, რომ როდესაც იუვენტუსში თამაშობ, სატურნირო ცხრილში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ყოვლეთვის გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო. ჩვენ ცხრილს არ ვუყურებთ, ვიცით, რომ წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, მაგრამ მზად ვართ.

„განსხვავებული სათამაშო სტილი სპალეტის გუნდში ? დიახ, სპალეტისთან ჩემი სტილი შეიცვალა, მწვრთნელი ჩემგან მეტ აქტიურობას და გოლებს ითხოვს, რისი გაკეთებაც შემიძლია. ვცდილობ, სივრცეები უკეთ გამოვიყენო და გუნდს შეტევაში დავეხმარო.

„რამდენად შემცვალა იუვენტუსმა ? ძალიან. აქამდე მე ვვარჯიშობდი, შემდეგ კი მთელი დღე თავისუფალი ვიყავი, იუვენტუსში კი ყველაფერი, თითეული დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია, იუვენტუსი შენი ცხოვრების სტილს ცვლის და მე ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, გუნდს ჩემი მაქსიმუმი მივცე.

„სათადარიგოთა სკამზე კალიარისთან ? ფეხბურთელს ყოველთვის მოედანზე ყოფნა უნდა, მაგრამ ჩვენ გუნდში ბევრი გამორჩეული ტალანტი გვყავს და თამაშს ყველა იმსახურებს. როდესაც შეხვედრას სკამზე ვიწყებ, მე მწვრთნელის გადაწყვეტილებას ვიღებ და ჩემს შანსს ველოდები, რომ გუნდს დავეხმარო.

„მარცხი კალიარისთან ? ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გუნდმა დომინაცია აჩვენა, არაერთი საგოლე მომენტი შექმნა და ვფიქრობ, ჩვენ მეტი დავიმსახურეთ.

„აჯიჩი და მირეტი ? ორი ძალიან ნიჭიერი და პოტენციალით სავსე ფეხბურთელი, ამის დანახვა ძალიან მარტივია. ისინი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !