TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი ლილის მცველის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლილის უკანახაზელი ტიაგუ სანტუშია.

21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაცინა, 43 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსს პორტუგალიელი ტალანტის გაფორმება დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.