TuttoJuve

Juve per sempre sarà

მატეტას ალტერნატივა ფენერბაჰჩეს ფორვარდია

კრისტალ პალასსა და იუვენტუსს შორის ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც ტურინული გრანდი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.

იტალიელი ჟურნალისტის მარკო კონტერიოს ცნობით, მატეტას მთავარი ალტერნატივა ფენერბაჰჩეს ფორვარდი იუსეფ ენ-ნესირია.

წყაროს ცნობით, თურქები 28 წლის მოროკოელის იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არაინ, მისი სეზონის ბოლოს 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

მოროკოელი ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში თურქულ სუპერ ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 7 გოლია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !