TuttoJuve

Juve per sempre sarà

მატეტას იუვენტუსში ტრანსფერი ჩაიშალა

ინგლისური გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორსტეინის ინფორმაციით, იუვენტუსსა და კრისტალ პალასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე ჩიხში შევიდა.

წყაროს ცნობით, ინგლისელები ბონუსების ჩათვლით 28 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ და მის სანაცვლოდ ფულის გარანტირებულად მიღება სურთ, იუვენტუსი კი არც აღნიშნულ ფორმულას, არც ფეხბურთელის ფასს არ თანხმდება, რის გამოც მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა.

თუ მომდევნო დღეებში კრისტალ პალასის პოზიცია არ შეიცვალა, იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობას დაიწყებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)