TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს მატეტას გაფორმება ნაპოლისთან მატჩამდე სურს

იუვენტუსი კრისტალ პალასთან ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, ტურინული გრანდი იმედოვნებს, რომ ფრანგი ფორვარდის გაფორმებას ნაპოლისთან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე შეძლებს და მატეტა სერია ა-ს მომდევნო ტურში გუნდის განაცხადში იქნება.

იუვენტუსმა კრისტალ პალასს პირველი წინადადებით უკვე მიმართა. ტურინული გრანდი მისი იჯარით გაფორმებას ცდილობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ევროპა ლიგა/ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულო გახდება, იუვეს საერთო ჯამში მისი გაფორმება 30 მილიონად სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !