TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პირველი წინადადება მატეტას გასაფორმებლად

იუვენტუსმა კრისტალ პალასს ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე პირველი წინადადებით მიმართა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს 28 წლის ფორვარდის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს და სანაცვლოდ ინგლისელებს 2 მილიონ ევროს სთავაზობს, შემდგომში 28 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ევროპა ლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

იუვენტუსსა და მატეტას შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე ზოგადი შეთანხმება არსებობს და ფრანგი გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !