სპალეტი:“ დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ თამაში გვმართებს, კალიარის კომპლიმენტები ეკუთვნის“
ლუჩიანო სპალეტიმ კალიარისთან მატჩი შეაფასა.
„რა უნდა ექნათ დევიდსა და ოპენდას განსხვავებულად ? მათ უფრო სწრაფად მოქმედება მართებდათ, რაც თავის მხრივ მეტოქეის დაცვაში სივრცეებს შექმნიდა და მეტი სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას მოგვცემდა.
„ჩაწოდებები მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როდესაც ამას ხიფათი მოაქვს, თუმცა როდესაც ერთსა და იმავე მეთოდს მიმართავ და აშკარაა, რომ ეს არ მუშაობს, სხვა გამოსავალი უნდა იპოვნო.
„სამწუხაროდ, გარკვეულ მომენტებში არ გაგვიმართლა, მაგრამ საბოლოო ჯამში კალიარის კომპლიმენტები ეკუთვნის, მათ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად ითამაშეს.
„მსგავსება კალიარისთან მატჩში ? ამას ვერ ვიტყვი. ჩვენ ორივე შეხვედრაში მოედანზე გამარჯვებისთვის გავედით და შედეგების მხრივ იმედგაცრუებულები ვართ. დღეს ჩვენთვის ფრეც მიუღებელი შედეგი იქნებოდა.
„ილდისი ? ის თავის ხარისხს ყოველთვის ამტკიცებს. მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
