TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ტოდიბოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა ნიცას მცველთან ჟან-კლერ ტოდიბოსტან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Tuttomercato-ს ცნობით, ტურინში გადაბარგების შემთხვევაში, ფრანგი მცველი იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

მოლაპარაკებები გრძელდება ნიცასთანაც, თუმცა ტურინულ გრანდს ტრანსფერის დასახურად პირველ რიგში რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.