იუვე ფენერბაჰჩეს ფორვარდით ინტერესდება
იუვენტუსი ფენერბაჰჩეს ცენტრ-ფორვარდის იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინულ გრანდს იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და 28 წლის მოროკოელი ფეხბურთელი ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიაზრება.
მირკო დი ნატალეს ცნობით, თურქები ფეხბურთელის ფასიანი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით. ამ მომენტისთვის ენ-ნესირის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ევერტონი აქტიურობს, მაგრამ ფეხბურთელი უფრო ამბიციური გუნდის ძიებაშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
