იუვენტუსმა ფრატეზის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა
იუვენტუსსა და ინტერს შორის დავიდე ფრატეზის ტრანსფერზე მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ნერაძური იტალიელი ფეხბურთელის იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და 35 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
წყაროს ცნობით, დავიდეს მიმართ ინტერესს ინგლისური და თურქული გუნდები იჩენენ, მაგრამ მოთხოვნილი თანხის გადახას არც ერთი მათგანი არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
