იუვენტუსმა ფიორენტინას ტალანტის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ფიორენტინას ტალანტის ნიკოლო ფორტინის მიმართ სერიოზულია.
19 წლის მარცხენა მცველი ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მოიაზრება და ტურინულ გრანდს მისი გაფორმება სურს.
ფიორენტინა 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა მის ტრანსფერში დანიელე რუგანი ან ფედერიკო გატი გამოიყენოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
