კიეზას ტრანსფერი რთულდება, იუვემ მალდინის თაობაზე მუშაობა დაიწყო
მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას იუვენტუსში ტრანსფერი რთულდება.
წყაროს ცნობით, ლივერპული იტალიელის იჯარით გაშვებაზე უარს ამბობს და 15 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც ტურინული გრანდი არ აპირებს.
მორეტოს თქმით, იუვენტუსმა ატალანტასთან დანიელ მალდინის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ლა დეა იტალიელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
