ვლაჰოვიჩმა შესაძლოა იუვე იანვარში დატოვოს
იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩმა შესაძლოა იუვენტუსის რიგები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტი რამდენიმე გუნდის წარმომადგენელს უკვე შეხვდა და არ არის გამორიცხული, სერბმა ახალი გუნდი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს იპოვნოს.
ვლაჰოვიჩის წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერის დახურვას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
