იუვეს მინგეზას გაფორმება 6 მილიონად შეეძლება
Tuttomercato-ს ჟურნალისტმა ლორენცო დი ბენედეტომ იუვენტუსში ოსკარ მინგეზას ტრანსფერის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„სელტა მინგეზას გაშვების წინააღმდეგი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანელები მას სეზონის ბოლოს სრულიად უფასოდ დაკარგავენ.
„ვფიქრობ, სელტა ფეხბურთელს დაახლოებით 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს. იუვენტუსს მინგეზასთან შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს და სელტას საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
