TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ელ შაარავის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი რომას გარემარბის სტეფან ელ შაარავის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი იტალიელ ფეხბურთელს როტაციის ფეხბურთელად, კენან ილდისის დუბლიორად მოიაზრებს, თურქი კი ტიაგო მოტას გუნდის ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრება.

რომა ელ შაარავის სანაცვლოდ 10-12 მილიონს ითხოვს, იუვენტუსი კი ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის ფილიპ კოსტიჩის გამოყენებას ეცდება.