იუვე მინგეზას თაობაზე გაუმჯობესებულ წინადადებას ამზადებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ოსკარ მინგეზას ტრანსფერის თაობაზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, საწყისი წინადადება 5 მილიონ ევრომდე გაზარდოს და დიდია ალბათობა, სელტამ ეს შეთავაზება მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონის ბოლოს ფეხბურთელს სრულიად უფასოდ დაკარგავს.
გამოცემის ინფორმაციით, თავად ესპანელ მცველს იუვენტუსთან პირადი კონტრაქტის თაობაზე ზოგადი შეთანხმება მიღწეული აქვს და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
