TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დიდი ინტერესის ფონზე, იუვენტუსმა ჰეისენის ფასი გაზარდა

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი დინ ჰეისენის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ტურინული გრანდი ესპანელი ტალანტის 30 მილიონად გაყიდვას გეგმავდა, მაგრამ მის მიმართ არსებული დიდი ინტერესის ფონზე, კრისტიანო ჯუნტოლიმ ფეხბურთელის ფასი 40 მილიონამდე გაზარდა.

ბოლო პერიოდში ჰეისენის ტრანსფერზე ყველაზე მეტად პსჟ აქტიურობს. ბიანკონერი მის გაშვებას 35 მილიონისა და ბონუსების სანაცვლოდ დათანხმდება, მიღებული თანხა კი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერს მოხმარდება.