იუვენტუსი დუგლას ლუისის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დუგლას ლუისისთვის პოტენციურად ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ნოტინგჰემ ფორესტში იჯარის წესით იმყოფება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაში, თუ ლუისი ფორესტის მაისურით მინიმუმ 15 მატჩში მოედანზე 45 ან მეტ წუთს გაატარებს.
ამ მომენტისთვის ლუისმა საჭირო 45 წუთი 15-დან 10 შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ ფორესტს მისი გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურება არ სურს, ამიტომ სეზონის მეორე ნახევარში ბრაზილიელის ნაკლებად გამოყენებას და სეზონის ბოლოს მის ტურინში დაბრუნებას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის სპორტული დირექტორი მარკო ოტოლინი ამ თემაზე მუშაობას უკვე შეუდგა და ბრაზილიელისთვის პოტენციური მსურველების ძიებას შეუდგა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
