TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფიორენტინა იუვენტუსის ორი მცველით ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფიორენტინა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ორი მცველიდან ერთ-ერთის გაფორმებას ეცდება.

წყაროს ცნობით, გასავარდნ ზონაში მყოფ ფლორენციელებს დანიელე რუგანის ან ფედერიკო გატის გაფორმება სურთ.

გამოცემის ინფორმაციით, ფიორენტინას გატის ტრანსფერი ფინანსური ასპექტების გამო გაუჭირდება. იუვე მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონს ითხოვს, რასაც იტალიელის მაღალი ხელფასიც ემატება.

რუგანისთან მიმრთებაში საქმე უფრო მარტივად არის, მაგრამ იუვენტუსი იტალიელის მარტივად გაშვებას არ აპირებს და შესაბამისი წინადადების მოლოდინშია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !