TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ტონალის აგენტთან გასულ კვირებში არაერთი შეხვედრა გამართა

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ცნობილ იტალიელ აგენტს ბეპე რიზოს შორის გასულ კვირებში არაერთი შეხვედრა გაიმართა.

წყაროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრის დროს არაერთი ფეხბურთელის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

რიზო დავიდე ფრატეზის, ლორენცო ლუკასა და დანიელ მალდინის აგენტია, თუმცა იუვენტუსის ყველაზე დიდ ინტერესს მისი კიდევ ერთი კლიენტი – სანდრო ტონალი იწვევს.

ტონალი სეზონის ბოლოს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება და ტურინულ გრანდს ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !