TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენი ამბიციები ? ჩვენი ამბიციების შესახებ ყველაზე ხმამაღლა ჩვენი ისტორია საუბრობს“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კრემონეზესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„გუნდის პოზიტიური სვლა ? სეზონის მსვლელობისას არის მომენტები, როდესაც გუნდი დამატებით ტემპსა და თავდაჯერებულობას იღებს, ჩვენს შემთხვევაში ეს ბოლონიასთან გამარჯვება იყო.

„ჩვენი ამბიციები ? გუნდის ამბიციებზე ჩვენი ისტორია მეტყველებს. ბოლო პერიოდში წარმატებული შედეგების წყალობით დავბრუნდით ბრძოლაში. ეს იყო ველოსიპედი, რომელზეც ვოცნებობდით, ახლა კი დროა, პედლები ვატრიალოთ, რადგან წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი გველოდება.

„სატურნირო ცხრილი ? ჩვენ კონცენტრაცია უნდა გავკაეთოთ ჩვენს მეტოქეებზე. ჩვენ ვატარებთ იუვენტუსის მაისურს, ეს კი ნიშნავს ამბიციურობას, ვალდებულებას, რომ ყოველთვის ვიბრძოლოთ და ქომაგებს დავუმტკიცოთ, რომ აქ ყოფნის ღირსები ვართ.

„კელი კოპმეინერსის ნაცვლად ? მე 18 სასტარტო ფეხბურთელი მყავს, სკამზე მჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის მსვლელობის შეცვლა შეუძლიათ. კოპმეინერსს თავისი ძლიერი თვისებები აქვს, კელის კი სხვა. დღევანდელ მატჩში ჩვენ დაცვაში ლოიდის სტაბილურობა და გამოცდილება გვჭირდება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !