დევიდი:“ მწვრთნელისა და გუნდის ნდობა უმნიშვნელოვანესია“
იუვენტუსის ფორვარდმა ჯონათან დევიდმა კრემონეზესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„იყო თუ არა სასუოლოსთან მატჩი ჩემთვის ახალი დასაწყისი ? მე ასე არ ვიტყოდი, ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება. ახალ გუნდთან და თანაგუნდელებთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა, თუმცა ყველაფერი კარგად ვითარდება. წინა მატჩი როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის პოზიტიური იყო, მაგრამ ახლა დღევანდელ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
„ნდობა გუნდის მხრიდან ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობა შენ თავდაჯერებულობის დაბრუნებასა და გუნდისთვის 100 პროცენტით დახარჯვაში გეხმარება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
