სელტას მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე სელტას ფეხბურთელი ოსკარ მინგესაა.
26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი სელტასთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინული გრანდი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
მინგესას აქტივში მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. მის მიმართ ინტერესს როგორც ესპანური, ასევე იტალიური და ინგლისური გუნდები იჩენენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
