ძოფი:“ სპალეტიმ იუვენტუსი სწორ გზაზე დააბრუნა, ილდისის მსგავსი ფეხბურთელები დღეს იშვიათობაა…“
ლეგენდარულმა დინო ძოფმა Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ქომაგების დამოკიდებულება ? ამდენი წლის შემდეგ, მე ქომაგებისგან წერილებს ყოველდღე ვღებულობ, მთელი მსოფლიოდან. არ ვიცი, რატომ ხდება ეს, მე უბრალოდ საკუთარი თავი ვიყავი და კარგად ვიქცეოდი.
„წლები იუვენტუსში ? რა თქმა უნდა, დიდ გუნდში თამაშს თავისი წნეხი და პასუხისმგებლობა ახლავს, მაგრამ ამას მე არ შევუცვლივარ, მე ყოველთვის შრომისმოყვარე და ამბიციური ვიყავი, ამიტომ იუვენტუსში თამაში ჩემთვის ზედმეტი ზეწოლა არ იყო. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავდა და თითოეული ჩვენგანი საქმეს უდიდესი პროფესიონალიზმით ეკიდებოდა.
„დღევანდელი სიტუაცია იუვენტუსში ? ვფიქრობ, ლუჩიანოს მისვლას გუნდში ყველაფერი შეცვალა, სპალეტიმ იუვენტუსი სწორ გზაზე დააბრუნა. იუვენტუსისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მიზანი არასოდეს ყოფილა, ეს პროგრამა მინიმუმია და ვფიქრობ, ამ სეზონში სპალეტი კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს.
„სკუდეტო ? ვფიქრობ, ინტერი ფავორიტია, მაგრამ იუვეს ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავს და ბოლომდე იბრძოლებს. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.
„ილდისი ? კენანი ამ ძლიერი გუნდის საბოლოო, გადამწყვეტი დეტალია. მე მასში ყველაფერი მომწონს, მისი თავდამბლობა, შრომისმოყვარეობა, წარმოსახვის უნარი, ტექნიკური მახასიათებლები და რაც მთავარია, უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი. ასეთი კომბინაცია დღევანდელ ფეხბურთში იშვიათობაა. იმედი მაქვს, იუვენტუსი მისი კონტრაქტის სიტუაციას უმოკლეს დროში მოაგვარებს.
„დი გრეგორიო ? მას ჩემი რჩევა არ სჭირდება. როდესაც იუვენტუსის დონის გუნდში ხარ, კრიტიკა სრულიად ნორმალურია, მაგრამ იმ თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
