იუვენტუსის ახალი წინადადება ლივერპულს…
იუვენტუსი და ლივერპული ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და ისეთი ფორმულის პოვნას ცდილობენ, რომელიც ორივე გუნდს დააკმაყოფილებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ლივერპულს ახალი წინადადებით მიმართა. ტურინულ გრანდს კიეზას 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში 12-13 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იმ შემთხვევაში, თუ კიეზა გარკვეული რაოდენობის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას სავალდებულო გახდება.
თავად იტალიელმა იუვენტუსში ტრანსფერის სურვილი გამოთქვა და გუნდებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
