TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 3 ფეხბურთელს ითხოვს…

როგორც დაანონსებული იყო, გუშინ ლუჩიანო სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და მხარეებმა სატრანსფერო გეგმები განიხილეს.

IlBianconero-ს ცნობით, სპალეტიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 3 პოზიციის გაძლიერება ითხოვა.

ლუჩიანოს პირველ რიგში მარცხენა ვინგერის/შემტევი ნახევარმცველის გაფორმება სურს, რომელიც კენან ილდისს კონკურენციას გაუწევს და თურქს დასვენების შესაძლებლობას მისცემს.

სპალეტის მეორე მოთხოვნა უნივერსალური ნახევარმცველია, ფეხბურთელი, რომელიც უესტონ მაკკენის მსგავსად საჭიროების დროს პრობლემურ პოზიციაზე თამაშს შეძლებს.

ლუჩიანოს მესამე მოთხოვნა, რაც პრიორიტეტი არ არის, ცენტრ-ფორვარდის გაფორმებაა, მაგრამ ტურინული გრანდი პირველ რიგში სამედიცინო შტაბიდან დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე საბოლოო დასკვნას ელოდება, თუ როდის შეძლებს სერბი მოედანზე დაბრუნებას.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !