TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსსა და ლივერპულს შორის მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაგრძელდება

ნიკოლო სკირას ცნობით, იუვენტუსი და ლივერპული ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მომდევნო კვირაშიც გააგრძელებენ.

წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა იტალიელისგან ტრანსფერზე საბოლოო თანხმობა უკვე მიიღო და ახლა გუნდებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.

იუვენტუსი მზად არის, კიეზა 6-თვიანი იჯარით გაიფორმოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება, ლივერპულს კი თავის მხრივ კიეზას სანაცვლოდ 15 მილიონის მიღება ახლავე სურს.

სკირას თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი შესაძლოა კიეზას პოზიცია აღმოჩნდეს, იტალიელს იუვენტუსში დაბრუნება უნდა და იმედი აქვს, ლივერპული მის გაშვებას დათანხმდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !