TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტიაგო მოტა ფაკუნდო გონსალესის ნაჩვენები თამაშით ვარჯიშებზე კმაყოფილი დარჩა და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელი მომდევნო სეზონში ტურინულ გრანდში დარჩეს.

გონსალესმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით სამპდორიაში გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ამიტომ მისი გაფორმების სურვილი როგორც სერია ბ-ს, ასევე სერია ა-ს გუნდებმა გამოთქვეს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

თუ მოტამ გონსალესის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, ის დიდი ალბათობით უდინეზეს ან ვენეციას რიგებს შეუერთდება, სადაც ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას მიიღებს და სეზონის ბოლოს იუვენტუსს დაუბრუნდება.