TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლესტერმა სულესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ლესტერი იუვენტუსის ტალანტის მატიას სულეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მელიებმა არგენტინელთან 5-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც სულეს წლიური გასამრჯელო 3 მილიონი ევრო იქნება.

ინგლისელების ბოლო წინადადება იუვენტუსისთვის ბონუსების ჩათვლით 30 მილიონი ევროა, ტურინული გრანდი კი 35 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც პრემიერ ლიგაში დაბრუნებულ გუნდს არ უნდა გაუჭირდეს.