კოპმეიენრსს მსურველები ინგლისშიც ჰყავს
თურქეთის შემდეგ, ტეუნ კოპმეიენრსს მსურველები ინგლისში გამოუჩნდენ.
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერით პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება.
წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ტურინული გრანდი კოპმეიენრსის თაობაზე პირველ წინადადებას მიიღებს.
იუვენტუსი ტეუნის გაყიდვას არ ჩქარობს და მის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რომელიმე დაინერესებული გუნდი 40-45 მილიონს გადაიხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
