ტაკინარდი:“ სპალეტის კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს იუვენტუსის სამყარო“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ლუჩიანო სპალეტის მუშაობა შეაფასა.
„ის, რასაც ლუჩიანო სპალეტი აკეთებს უბრალოდ ფენომენალურია. მას გუნდის ჩაბარება შუა სეზონში მოუწია და დატვირთული გრაფიკის ფონზე ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა, თუმცა იუვენტუსის პროგრესი როგორც შედეგების, ასევე თამაშის მხრივ წარმოუდგენელია.
„სპალეტიმ იცის, რომ ეს გლადიატორების და ლომების იუვენტუსი არ არის, თუმცა ის გუნდის რესურსს იდეალურად იყენებს. ლუჩიანოს, ზოგი ფეხბურთელისგან განსხვავებით ესმის, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი და იყო ამ სამყაროს ნაწილი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლუჩიანო ბიანკონერის რიგებში უკვე წლებია მუშაობს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
