TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რაბიო იუვენტუსის წინადადებით უკმაყოფილო დარჩა

Sky Sport-ის ინფორმაციით, ადრიენ რაბიო იუვენტუსის საბოლოო წინადადებით უკმაყოფილოა და მისი გუნდში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია.

ფრანგის კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 30 ივნისს ამოიწურა და ბიანკონერი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობდა, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი რაბიოს მიერ მოთხოვნილი ხელფასის – 9 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერის საბოლოო წინადადება 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 7 მილიონი ევროა, ამ შეთავაზებით კი ფრანგი უკამყოფილო დარჩა და სავარაუდოდ მას იუვენტუსის მაისურით ვეღარ ვიხილავთ.

ადრიენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მილანი, თუმცა როსონერის კონკურენტები ინგლისში და ესპანეთში მრავლად ჰყავს.