მუჰარემოვიჩი სასუოლოს იანვარში არ დატოვებს
იუვენტუსისა და ინტერის ინტერესის მიუხედავად, ტარიკ მუჰარემოვიჩი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სასუოლოს არ დატოვებს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ნეროვერდი ბოსნიელს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს და მას ზაფხულში გაყიდის.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი სასუოლოსთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და სეზონის დასრულებამდე ნეროვერდისთან საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
