იუვენტუსს სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება უმოკლეს დროში სურს
იგორ ტუდორთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტისთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე კიდევ უფრო გააქტიურდა.
ტურინული გრანდი იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მას გუნდის ხანგრძლივი პროექტისთვის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
SportItalia-ს ცნობით, მომდევნო დღეებში სპალეტისთან მოლაპარაკებები გაგრძელდება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში სპალეტი გუნდთან კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
