TuttoJuve

Juve per sempre sarà

ადანი:“ იუვენტუსის პროგრესი ბოლო კვირებში აღსანიშნავია“

ყოფილმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ იუვენტუსის პოზიტიური ფორმა შეაფასა.

„იუვენტუსმა სასუოლოსთან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გუნდი იყო დომინანტი, ტექნიკური, ყოველთვის აქტიური და დინამიური.

„თითოეული ფეხბურთელი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებდა, გამოსარჩევია მანუელ ლოკატელის თამაში, ის გუნდის შეტევებს ნამდვილი მაესტროსავით წარმართავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირებში იუვენტუსის პროგრესი როგორც შედეგების, ასევე თამაშის ხარისხის მხრივ აღსანიშნავია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !