TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსმა სასუოლოს მცველის ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა და ტურინული გრანდი მომდევნო დღეებში ახალგაზრდა მცველის ტრანსფერზე კიდევ უფრო გააქტიურდება.

მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე ინტერიც მუშაობს, მაგრამ ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ტურინულ გრანდს მისი გაფორმება ნახევარ ფასად შეუძლია, რაც იუვენტუსს საქმეს გაცილებით უმარტივებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !