ინტერი მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერი სასუოლოსთან ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
წყაროს ცნობით, ნერაძურის იუვენტუსის აღზრდილი ფეხბურთელის გაფორმება სეზონის ბოლოს უნდა, თუმცა სასუოლოსთან საერთო ენის გამონახვას და ზედმეტი კონკურენციის თავიდან არიდებას ცდილობს.
მუჰარემოვიჩის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, იუვენტუსი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში სრული თანხის 50 პროცენტს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
