ფენერბაჰჩე ოპენდას ტრანსფერით ინტერესდება
თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, ფენერბაჰჩე იუვენტუსის ფეხბურთელის ლოი ოპენდას ტრანსფერით ინტერესდება.
ოპენდა ლაიფციგის საკუთრებაშია და ტურინული გრანდის რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი სეზონის ბოლოს 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ცნობით, თუ ფენერბაჰჩე და ლაიფციგი ოპენდას თაობაზე საერთო ენას გამონახავენ, იუვენტუსი ოპენდას იჯარის ნაადრევად დასრულების წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
