სპალეტისა და ელკანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა…
ალფრედო პედულას ინფორმაციით, სასუოლოსთან მატჩის შემდეგ ჯონ ელკანსა და ლუჩიანო სპალეტის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
წყაროს ცნობით, ელკანმა იტალიელ მწვრთნელს როგორც სასუოლოსთან მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება, ასევე ბოლო პერიოდში გუნდის პოზიტიური სვლა მიულოცა და თავისი ნდობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
პედულას თქმით, მომდევნო დღეებში მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება. იუვენტუსს სპალეტის 2028 წლის ზაფხულამდე შენარჩუნება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
