TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კადიოღლუს ტრანსფერში 2 ფეხბურთელის გამოყენებას ცდილობს

იუვენტუსსა და ფენერბაჰჩეს შორის ფერდი კადიოღლუს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ბიანკონერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს და 24 წლის თურქი, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტული სამიზნეა.

ფენერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, იუვენტუსს კი თავის მხრივ მისი გაფორმება არკადიუშ მილიკისა და უესტონ მაკკენის სანაცვლოდ სურს, რომელთა გუნდში ხილვა პირადად ჟოზე მოურინიოს უნდა.

არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ტრანსფერში არტურ მელოც ჩართოს, თუმცა პრობლემა ბრაზილიელის მაღალი ხელფასი გახალვთ.