გრემიო არტურის გამოსყიდვას გეგმავს
გრემიო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არტურის გამოსყიდვას გეგმავს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი გრემიოში იჯარით იმყოფება, მისი შემდგომში გამოსყიდვის შესაძლებლობის გარეშე.
29 წლის ფეხბურთელი ბრაზილიური გუნდის რიგებში კარგ სეზონს ატარებს და გრემიოს მისი გამოსყიდვა სურს. არტური ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის, ამიტომ მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
